2016 წლამდე შპს თეგეტა მოტორსი ფლობდა ISO 9001:2008 (ხარისხის მენეჯმენტის სისტემა) და ISO 17010:2012/2013 სტანდარტების (შპს „თეგეტა მოტორსის“C ტიპი ინსპექტირების ორგანო) შესაბამის სერტიფიკატებს.

2016 წლის 4 დეკემბერს კომპანიის ISO 9001 სერტიფიკატს ვადა ეწურებოდა და სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე კომპანიაში საჭიროება დადგა ISO 9001:2015-ზე გადასვლის. მოხდა ახალი სტანდარტის დამატებითი მოთხოვნების დანერგვა და კომპანია ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადავიდა ISO 9001:2008-დან ISO 9001:2015-ზე (04/12/2016).

2017 წლის შუა პერიოდში შპს „თეგეტა მოტორსის“ C ტიპი ინსპექტირების ორგანომ წარმატებით გაიარა გარე საკონტროლო აუდიტი.

2017 წლის ბოლოს კომპანიამ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით წარმატებით გაიარა გარე საკონტროლო აუდიტი.

2018 წლის 12 ივლისს შპს „თეგეტა მოტორსის“ C ტიპის ინსპექტირების ორგანომ  წარმატებით გაიარა გარე საკონტროლო აუდიტი.

2018 წლის სექტემბერში კომპანიამ დანერგა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემები (ISO 14001:2015) .

2018 წლის 4 დეკემბერს კომპანიამ ხარისხის მენეჯმენტის სისტემის კუთხით წარმატებით გაიარა გარე საკონტროლო აუდიტი.

2019 წლის აგვისტოში შპს „თეგეტა მოტორსის“ C ტიპი ინსპექტირების ორგანომ წარმატებით გაიარა გარე საკონტროლო აუდიტი.

2019 წლის 24 სექტემბერს კომპანიამ წარმატებით გაიარა შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვისა (ISO 18001:2007) და გარემოს დაცვის მენეჯმენტის სისტემების (ISO 14001:2015) საკონტროლო აუდიტი.