დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა 

მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა, ნებისმიერი ავტომობილის მფლობელისთვის, გარდაუვალი რუტინაა. დღესდღეობით მძღოლები მიიჩნევენ, რომ ძრავის ზეთის შემოწმება/შეცვლა დიდი სიხშირით აუცილებელი არ არის, თუმცა ავტომაგისტრალების მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ, ძრავის ზეთის გაჟონვის ალბათობა საკმაოდ დიდია. ბაზრის მოთხოვნებზე დაყრდნობით, ავტოტექმომსახურების უმსხვილესი მომწოდებელი, თეგეტა მოტორსი, მომხმარებლებს მანქანის ძრავის ზეთის შეცვლის, სწრაფ და ხარისხიან, სერვისს სთავაზობს. 

 

 

რას გულისხმობს მანქანის ძრავის ზეთის ფუნქცია?

 

ძრავის ზეთი ავტომობილის შეუფერხებლად მოძრაობას განაპირობებს. როდესაც ავტომობილი გადაადგილდება, მისი მოძრავი ნაწილები ერთმანეთს ეჯახება და სითბოს გამოიმუშავებს. ავტომობილის ზეთი ამ ნაწილებისთვის ქმნის გარსს და სითბოს ნაწილს შთანთქავს. თუ ავტომობილის ნაწილები იხეხება და დიდი სიმძლავრით ეხება ერთმანეთს, ძრავის სიცოცხლისუნარიანობა მაშინ შეწყდება, როცა არ ელოდებით. ამის თავიდან ასაცილებლად მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა აუცილებელია.

 

ძრავის ზეთის ბრენდები, რომელსაც თეგეტა მოტორსი გთავაზობთ

 

თეგეტა მოტორსი, ამიერკავკასიის ბაზარს საერთაშორისო ბრენდების უმაღლესი ხარისხის, მინერალურ, ნახევრად სინთეტიკურ და სინთეტიკურ ძრავის ზეთებს სთავაზობს. მაღალი ხარისხის ზეთი ძრავის დეტალების კოროზიისგან დაცვაზე, ზედაპირიდან ნამწვის ჩამორეცხვაზე და ავტომობილის ნაწილების ცვეთისგან დაცვაზეა პასუხისმგებელი.

 

თეგეტა მოტორსის ონლაინ შოურუმში შემდეგი ბრენდების პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ: 

  • CHAMPION

  • FUCHS TITAN

  • HENGST

  • MATADOR

  • MEGUIN

  • MOBIL

  • MOTUL

  • NSL

  • OEM

  • SHELL

  • TNK/ROSNEFT

 

 

 

როგორ უნდა გაიგოთ რომელი ბრენდის და რა ოდენობის ზეთი სჭირდება თქვენს მანქანას?

 

მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა რეგულარული პროცესია და მისი გადავადება ავტომობილის სარემონტო ხარჯებს ზრდის. გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან აცილებაზე და ძრავის ზეთის დროულ და ხარისხიან ცვლილებაზე თეგეტა მოტორსის პროფესიონალი ტექნიკოსები იზრუნებენ. დააკვირდით იმ ნიშნებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ  ძრავის ზეთი დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს:

  • ძრავის ზეთის წვის სუნი;

  • ზეთის წნევის გამაფრთხილებელი შუქი;

  • ძრავის გადახურება;

  • ზეთის გაჟონვის კვალი;

  • ძრავის ნაკლებად ეფექტური მუშაობა;

 

ძრავის ზეთის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ მაღალტექნოლოგიური ძრავებისთვის, ახალი ავტომობილებისთვის, მაღალი გარბენის მქონე ავტომობილებისთვის, სხვადასხვა ბრენდის ავტოპროდუქციისა და მაღალი გამავლობის ჯიპებისთვის, ზეთების განსხვავებული ასორტიმენტი არსებობს.

 

აუცილებელია ყურადღება გაამახვილოთ რაოდენობაზეც. ამ შემთხვევაში ბევრი უკეთესს არ ნიშნავს. ძრავის ზეთის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შესაძლოა კატალიზატორის მუშაობაზე  გავლენა მოახდინოს და საწვავის ეკონომია შეამციროს. პროფესიონალი ტექნიკოსების მეთვალყურეობით მანქანის ძრავის ზეთის დროული შეცვლა აუცილებელია, რათა ზეთის გათხელება ან გასქელება, ძრავის სასიცოცხლო კომპონენტების დაზიანების მიზეზი არ გახდეს.  

 

 

რატომ არის მნიშვნელოვანი მანქანის ძრავში ხარისხიანი ზეთის ჩასხმა?

 

მანქანის ძრავის გამართული ფუნქციონირებისთვის ხარისხიანი ზეთის გამოყენება აუცილებელია, რადგან არასწორად შერჩეული, უხარისხო ზეთი ნალექს და ნამწვს აგროვებს, რაც ძრავის ნაადრევად განადგურებამდე მიგვიყვანს. ამის თავიდან ასაცილებლად ძრავის ზეთის სისტემის გაწმენდა, ავტომწარმოებლის მიერ მითითებული ზეთის გამოყენება და მაღალი ხარისხის ფილტრის დაყენება აუცილებელია. საქართველოში მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა მომხმარებლებისთვის 8000-10000 კილომეტრის გავლის შემდეგ არის რეკომენდირებული.

 

რა დრო სჭირდება მანქანის ძრავის ზეთის შეცვლას?

 

თეგეტა მოტორსი ამიერკავკასიის ბაზარზე ავტოტექმომსახურების ლიდერი მომწოდებელია, სადაც პროფესიონალი ტექნიკოსები, მომხმარებლებს სწრაფი და ხარისხიანი სერვისების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ. თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში თქვენი ავტომობილისთვის რეკომენდირებულ, უმაღლესი ხარისხის ძრავის ზეთს მოგაწვდიან. მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა დაახლოებით 10-15 წუთს მოითხოვს.

 

იხილეთ სერვის ცენტრები

 

მანქანის ძრავის ზეთის შეცვლა ერთ-ერთია იმ პოპულარული მომსახურებებისაგან, რომელიც ონლაინ შეგიძლიათ დაჯავშნოთ. 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით