შვილობილი კომპანიები
თეგეტა თრაქ & ბას
2006 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა თრაქ & ბას – ერთ-ერთი უმსხვილესი გერმანული საავტომობილო კონცერნის, MAN TRUCK & BUS ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც სპეციალიზირდება სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის სპეც-ტექნიკის რეალიზაციისა და რეალიზაციის შემდგომი საგარანტიო მომსახურების სფეროში. დღეისათვის თეგეტა თრაქ & ბასი, ისეთი მძიმე და სოფლის მეურნეობის ტექნიკის მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორია საქართველოში, როგორებიცაა: MAN SCHMITZ CARGOBULL, CIFA, KH-Kipper, SZCZNIAK, PALFINGER, HYUNDAI, AMMANN, SHANTUI, XCMG, TEREX, BRANSON, ISUZU, WIELTON, SANY, FAUN, YOUTONG, ZIEGLER, DETANK და სხვა.
თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენტი
2007 წელს დაარსდა თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია შპს თეგეტა კონსტრაქშენ ექუიპმენტი – JCB-ის და DRESSTA-ს, ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. კომპანია გთავაზობთ ცნობილი ბრიტანული ბრენდის, JCB-ის სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
"თეგეტა პრემიუმ ვიიქელს"
შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს“ „პორშესა“ და „მაზდას“ ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. 2011 წელს კომპანიამ გახსნა „პორშე ცენტრი თბილისი“, ხოლო 2012 წელს ქართულ ბაზარზე შემოიყვანა იაპონური ბრენდი „მაზდა“.
პორშე ცენტრი თბილისი
პორშე დღესდღეობით ყველაზე წარმატებული საავტომობილო ბრენდია, რომლის ავტომობილებიც, ნახევარ საუკუნეზე მეტია ხდება ავტო-ინდუსტრიის უმაღლესი ხარისხის სტანდარტი. ავტომოყვარულებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში საშუალება აქვთ შეიძინონ ეს ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური და სასურველი ავტომობილი.
პორშე ცენტრი თბილისი ქართველ ავტომფლობელებს პორშეს უახლესი სამოდელო რიგის მთელ სპექტრს სთავაზობს. პორშე ნახევარ საუკუნეზე მეტია ყველას აოცებს და მსოფლიო ბაზარზე უმაღლეს ხარისხთან და სტანდარტთან ასოცირდება. მისი შემქმნელები მუშაობენ იმისთვის, რომ სისწრაფე, მანევრულობა და ელეგანტურობა გაერთიანდეს პრემიუმ კლასის ავტომობილში.
მაზდა ცენტრი თბილისი
მაზდა ცენტრი თბილისი ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს თეგეტა პრემიუმ ვიიქელს, რომელიც თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანიაა. ავტოსალონი წარმოდგენილია სამოდელო რიგის უახლესი ავტომობილებით თეგეტა მოტორსის სათაო ოფისში. მაზდა იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში მაზდა ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით.
მაზდა განთქმულია ძრავის წარმოების ტექნოლოგიებით. ეს არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც სერიულ წარმოებაში გაუშვა ავტომობილები ვანკელის მოტორული ძრავით. იგი არის ერთადერთი იაპონური მწარმოებელი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება Le Mans 24 საათიან რბოლაში გამძლეობაზე.
ტოიოტა ცენტრი თეგეტა
2013 წელს თეგეტა მოტორსის შვილობილი კომპანია, საქართველოში ტოიოტას ახალი სერვისცენტრი – ტოიოტა ცენტრი თეგეტა დაარსდა. 2013 წელს თეგეტა მოტორსსა და ტოიოტა კავკასიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება შედგა, ხოლო 2014 წელს კომპანიამ ტოიოტა კავკასიისგან ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის სტატუსი მიიღო. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.
ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ტექ. მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია უახლესი ავტორიზებული პროგრამებით და კვალიფიციური პერსონალით, რომლის წყალობით მომხმარებელი იღებს მაქსიმალურ კომფორტს და საუკეთესო შეთავაზებას ტოიოტას ავტომობილებსა და სერვისზე.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა ს. ს. თიბისი ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით, რომლის დროსაც თეგეტა მოტორსმა 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.
თეგეტა აკადემია
2013 წელს დაფუძნების შემდეგ, „თეგეტა აკადემია“ მიზნად ისახავს თავისი პერსონალის, აგრეთვე ახალი პარტნიორების წახალისებას და ეხმარება მათ პროფესიულ განვითარებაში, აკადემიის წევრები გადიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ „თეგეტა მოტორსი“ გასცემს დამადასტურებელ სერთიფიკატს.
თეგეტა ინდასტრი
კომპანია დაარსდა 2020 წელს. ,,თეგეტა ინდასტრი“ ოპერირებს სამრეწველო სფეროში და არის სამრეწველო დანიშნულების ისეთი პროდუქციის უმსხვილესი იმპორტიორი, როგორებიც არის: ქვის სამტვრევი დანადგარები და მათი ნაწილები, ბეტონის ქარხნები, საკონვეიერო ლენტები, ფოლადის გვარლები, სამრეწველო და ჰიდრავლიკური შლანგები, შედუღების ელექტროდები, სამრეწველო და საგარაჟე სექციური კარები
ამასთან ერთად ,,თეგეტა ინდასტრი“ მომხხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს- სამონტაჟო, საგარანტიო და გარანტიის შემდგომ მომსახურებას.
AZTECH & TEGETA MOTORS
ადგილობრივ მომხმარებელს სრულ ავტო-ტექ მომსახურებას და საავტომობილო პროდუქტების ყველაზე დიდ არჩევანს სთავაზობს როგორც საცალო, ასევე კორპორატიული და საბითუმო მიმართულებით. აქვე წარმოდგენილია: საბურავების, ზეთების, ფილტრების, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების ნაწილების, ასევე აკუმულატორების, სერვისის დანადგარების, ინსტრუმენტების და საავტომობილო აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი. აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ერთ სივრცეში შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.
თეგეტა მოტორსი ბაქოში 3 ფილიალით არის წარმოდგენილი და იგი ემსახურება მსუბუქ ავტომობილებს. ადგილობრივმა კადრებმა გაიარეს სრული პროფესიული მომზადება თეგეტას აკადემიის ფარგლებში და უზრუნველყოფენ მარალკვალიფიციურ სერვისს. ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურა-დანადგარებით და ტექნიკით.