დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

პროექტი "ჩართე"

„ჩართე“ არის არასამთავრობო/საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის მიზანია საქართველოს სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების კომპიუტერფიცირება. პროექტის მიხედვით „ჩართე“ ქართულ კომპანიებს სთავაზობს თავისი წვლილი შეიტანონ ჯამურ კეთილდღეობაში და თავიანთი სახელით და დაფინანსებით მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის აქტივობებში.

თეგეტას შემთხვევაში ჩვენ გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო „ჩართეს“ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში და 30 კომპიუტერი გადავეცით სოფელ რუხში 30 ახალგაზრდას. შერჩეული კანდიდატები წარმოადგენდნენ დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს, რომლებიც გამოირჩევიან წარმატებებით, სწავლის ხარისხით და ამავე დროს ატარებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს.

ერთი მხრივ რუხი არის საინტერესო ადგილი იმის გამო, რომ ეს არის საზღვრისპირა სოფელი და მეორე მხრივ იმიტომ, რომ თეგეტა მოტორსმა ადგილობრივი ბიზნესის და მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სოფელ რუხში გახსნა მულტიფუნქციური ფილიალი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფილიალი ასევე მოიცავს სასწავლო ცენტრს - „თეგეტა აკადემია“, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია უფასო ტრენინგების მიღება.

შედეგად,
15 და 16 ივნისს, ორ ეტაპად მოხდა კომპიუტერების გადაცემა და ასევე ამ პერიოდშივე გამოვიყენეთ ფილიალის სასწავლო ცენტრი, სადც ბავშვებს ჩაუტარდათ კომპიუტერის მოხმარების ინსტრუქცია.

თეგეტა მოტორსი მუდამ მზად არის ახალგაზრდების და განათლების ხელშეწყობისთვის, რასაც ადასტურებს კიდეც თეგეტა აკადემიის წარმატებები უკანასკნელ პერიოდში.

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით