დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან, 10 უპრეცედენტო შეთავაზება თეგეტას მომხმარებლებს 

მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან, ნებისმიერ მომხმარებელს „თეგეტა“ აძლევს საშუალებას ისარგებლოს 10 უპრეცედენტო შეთავაზებით. „თეგეტას“ სერვის ცენტრებში თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ სრულიად უფასოდ შემდეგი სერვისებით: სავალი ნაწილის, აკუმულატორის, ანტიფრიზის, ზეთის დონის და სამუხრუჭე სითხის შემოწმების სერვისით, ამასთანავე 50%-იანი ფასდაკლებით ელექტრო დიაგნოსტიკაზე, ფრეონისა და გამონაბოლქვის შემოწმებაზე, ხოლო ყოველი დახარჯული თანხიდან 25%- მდე თანხა დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ასევე თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინ https://reservation.tegetamotors.ge/  ასევე „თეგეტას“ ცხელ ხაზს 0322 26 44 44 მეშვეობით.

 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპნიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიაებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. სასურველი ბრენდის პროდუქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ თეგეტას ონლაინ კატალოგში : https://shop.tegetamotors.ge/home


მხოლოდ 10 დღით, 10 მაისიდან, 10 უპრეცედენტო შეთავაზება თეგეტას მომხმარებლებს 

დასრულებული

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით