დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის 

ცივი დღეების დადგომასთან ერთად თეგეტა გთავაზობთ ზამთრის კამპანიას, სპეციალური ფასებით განსაზღვრულ პროდუქციაზე და 20% მდე ქეშ ბექით. მოამზადეთ თქვენი ავტომობილი ზამთრისთვის თეგეტაში !

 

ავტომობილში ყველა ნიუანსს თავისი დანიშნულება აქვს და მათი მწყობრში ყოფნა განსაზღვრავს ჩვენს უსაფრთხო გადაადგილებას. მაგალითად ბევრი გამოცდილი მძღოლი ავტომობილის ზამთრისთვის მომზადებას აკუმულატორის შემოწმებით იწყებს, რაც სწორი მიდგომაა, რადგან აკუმულატორი ავტომობილის ელექტრო სისტემის ერთადერთი კვების წყაროა.

 

რაც შეეხება ავტომობილის საბურავებს, ისინი გზის ზედაპირს უშუალოდ ეხებიან და ბუნებრივია, რომ ჩვენი უსაფრთხო გადაადგილებაც მეტწილად სწორედ მათზეა დამოკიდებული. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ 7 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე საბურავში არსებული კაუჩუკის და რეზინის შემცველობა კარგავს თავის თვისებებს, რის გამოც საბურავი ხდება ხისტი და შესაბამისად მოცურების საშიშროებაც იზრდება. სწორედ ამიტომ, საბურავები სეზონურ ცვლას საჭიროებს, სწორად შერჩეული ზამთრის საბურავი, თავისი რბილი ზედაპირით საიმედოდ ეჭიდება გზის მოყინულ თუ უბრალოდ ცივ ზედაპირს, მცირდება სამუხრუჭე მანძილი და უსაფრთხო ხდება გადაადგილება.

 

ეწვიეთ ჩვენს სერვის ცენტრებს და საუკეთესო ფასად შეიძინე ნებისმეირი ზომის ზამთრის საბურავი ნებისმიერი ავტომობილისთვის, ხოლო ზაფხულის საბურავი შეინახე ჩვენთან, თეგეტას საბურავების სასტუმროში.

 

აგრეთვე მნიშვნელოვანია ზეთის შეცვლა, განსაკუთრებით კი ცივ ამინდში, რადგან ავტომობილის დაქოქვისას ძრავში უწყვეტი და მოჭარბებული შეპოხვის პროცესი იწყება, ხარისხიან ზეთს კი შეპოხვის პროცესის დაჩქარება და შიდა დეტალების ცვეთის მინიმუმამდე დაყვანა შეუძლია.

 

ფილტრები არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალია ძრავის გამართული მუშობისათვის, ის პასუხისმგებელია გამტარობაზე და ძრავს არასასურველი ნაწილაკების მოხვედრისაგან იცავს.

 

ძრავის ეფექტური და სტაბილური მუშაობისთვის საჭიროა: ანთების სანთლები, ძრავის ღვედები და ანტიფრიზი რომელიც გაგრილების სისტემის გამართულად მუშაობისთვისაა აუცილებელი.

 

გაითვალისწინეთ აგრეთვე სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის საჭიროებაც, რომელიც მნიშვნელოვანია ეფექტური მუხრუჭისთვის და ნათურები, რომლებიც ღამით და წვიმიან ამინდში თქვენი მხედველობის გაუმჯობესებას უზრუნველყობს.

 

და ბოლოს, მას შემდეგ რაც ამ რჩევების გათვალისწინებით ავტომობილს ზამთრის სეზონისთვის მოამზადებთ, არ დაგავიწყდეთ გზად მიმავალს საქარე მინაზე მოხვედრილი შხეფებისაგან გამოწვეული დისკომფორტი, რომელიც მოძრაობისას მინას ეყინება და მხედველობას აუარესებს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ შეიძინოთ თეგეტა მოტორსის ფილიალებში ყინვაგამძლე მინისმწმენდი ხსნარები, რომელიც სპირტის შემცველია და ყინვაშიც კი ეფექტურად უზრუნველოყობს თქვენი საქარე მინის სისუფთავეს გამჭოლი ხედვისათვის.


მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის 

როგორ გადავრჩეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაცემა #1 

                                                        

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ გადავრჩეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაცემა #2 

როგორ გადავრჩეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაცემა #3 

 

როგორ გადავრჩეთ ზამთარში ზაფხულის საბურავებით გადაცემა #4 

 

გვიპოვნეთ რუკაზე