დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა
news title icon
25%-მდე ქეშბექი თქვენი ავტომობილის სასურველ პროდუქციაზე

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, მაშინ მიმართეთ „თეგეტას“ ფილიალებს და მოამზადეთ ავტომობილი ზაფხულისთვის. 20 აპრილიდან - 20 მაისის ჩათვლით შეიძინეთ „თეგეტაში" საბურავები 59 ლარიდან, აკუმულატორები 85 ლარიდან, ძრავის ზეთები და ფილტრები 5 ლარიდან, სამუხრუჭე ხუნდები 20 ლარიდან, ამორტიზატორები 55 ლარიდან, ღვედები 20 ლარიდან და ამასთანავე დაიბრუნეთ 25%-მდე გარანტირებული თანხა. აქცია მოქმედებს „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ასევე თქვენი კომფორტისთვის „თეგეტა“ გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. რეზერვაციის პროცედურა მარტივია, რამოდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს და სწრაფად მიიღოთ სასურველი სერვისი. აღნიშნული სერვისის მისაღებად დაუკავშირდით „თეგეტას“ ცხელ ხაზს (+32) 226 44 44.

 

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 10 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიაებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.


25%-მდე ქეშბექი თქვენი ავტომობილის სასურველ პროდუქციაზე


გვიპოვნეთ რუკაზე