დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

საბურავები

 

 

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება, ამრიგად იგი თქვენი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას, თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, სწორედ საბურავსა და მის დამცავ ზედაპირზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი თქვენი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის კლიმატური პირობები, სადაც ცხოვრობთ. სწორედ საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს თქვენი ავტომობილისათვის შესაბამისი საბურავის შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზომის, სისწრაფესთან შესაბამისობის, სიმძიმის ამტანობისა და სხვა სპეციფიკაციების გათვალისწინება.

 

ყველა საბურავს გააჩნია ამორტიზაციის პერიოდი და მაქსიმალური გარბენის ლიმიტი. ამ სტანდარტების გადაცილების შემთხვევაში კი საბურავი კარგავს თავის დადებით თვისებებს, შედეგად კი ხიფათს უქმნის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას.

 

საბურავები კლასიფიცირდება სეზონურობის, დანიშნულებისა და საბაზისო კონსტრუქციის მიხედვით.

 

სეზონური საბურავები :

 

  • ზაფხულის საბურავი | zafxulis saburavi

  • ზამთრის საბურავი | zamtris saburavi

  • ყველა სეზონის საბურავი | yvela sezonis saburavi

 

საბურავების სეზონურობა

 

საბურავის სწორად შერჩევას, მისი ექსპულატაციის პირობების დაცვასა და საბურავების სეზონურ შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენი და თქვენ გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის.

 

ზაფხულის საბურავები | zafxulis saburavebi

 

 

ზაფხულის საბურავები განკუთვნილია მშრალ და ნაწვიმარ ზედაპირზე გაუმჯობესებული მოჭიდებისთვის და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროტექტორის უნიკალური ფორმები და რეზინის სპეციალური შემადგენლობა განაპირობებს ზაფხულის საბურავების უკეთეს რეაგირებას მოსახვევში და გაუმჯობესებულ მუხრუჭს. ზაფხულის საბურავები იდეალურია წვიმიან, სველ ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მისი პროტექტორის ზედაპირი ისეა ფორმირებული, რომ წვიმსა და წყლის წვეთებს გარეთ გამოდევნის და გამორიცხავს ჰიდროპლანირებას.

 

ზაფხულის საბურავების კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება, მისი ბოჭკოების სიღრმეა. ზამთრის საბურავებისგან განსხვავებით, ზაფხულის საბურავების პროტექტორის ბოჭკოები მცირე ზომისაა. მაღალ სიჩქარეზე გადაადგილებისას, სწორედ ბოჭკოების ზომა და ფორმები განაპირობებს გზაზე საბურავის ზედაპირის სრულ მოჭიდებას.  

 

შენიშვნა: ზაფხულის საბურავს რაიმე კონკრეტული აღნიშვნა არ გააჩნია.

 

ზამთრის საბურავები | zamtris saburavebi

 

 

დაბალ ტემპერატურაზე საბურავში არსებული კაუჩუკი და რეზინი კარგავს თავის თვისებებს, რის გამოც საბურავი ხდება ხისტი შესაბამისად მოცურების საშიშროებაც იზრდება. მაღალ ხარისხიანი ზამთრის საბურავები კი შექმნილია სპეციალურად დამუშავებული მატერიალებისგან, შედეგად კი ამგვარი რისკი მინიმალურია. სპეციალურად დამუშავებული რეზინის მაღალ შემცველობასთან ზამთრის საბურავებს ერთად გააჩნია სპეციალური პროტექტორი, რომელიც გამოირჩევა უნიკალურად გამოყოფილი ბლოკებითა და ზიგზაგური ჭრილებით მთლიან ზედაპირზე.  სწორედ ამ მიზეზებით, ზამთრის საბურავი უზრნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში, როგორიცაა თოვლი, ყინული და თოვლჭყაპი. ამ ტიპის საბურავების შერჩევისასაც გასათვალისწინებელია მისი მოხმარების წესი და მიზანი. სწორი არჩევანი უზრუნველყოფს არა მარტო უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ საწვავის ხარჯის შემცირებასაც.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავების ეფექტური ვარგისიანობის ვადა, არ აღემატება 5 წელიწადს. ამ პერიოდის შემდეგ, საბურავი კარგავს საკუთარ დადებით თვისებებს. აგრეთვე, მაღალ ტემპერატურასა და გზის ცხელ ზედაპირზე გადაადგილებისას, ზამთრის საბურავის ცვეთა იზრდება 30-40%-ით. სწორედ ამიტომაა საბურავების სეზონური ცვლა აუცილებელი. ზამთრის საბურავების შესაცვლელად რეკომენდირებული ტემპერატურა 7°C-ია. სწორედ 7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შეიცვალოს ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით, ხოლო 7°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე პირიქით, ზამთრის საბურავები - ზაფხულისათი. 

 

ყველა სეოზონის საბურავები | yvela sezonis saburavebi

 

 

ყველა სეოზნის საბურავი ყველაზე ეკონომიური საბურავის ტიპია. ის გათვლილია მთელი წელი მოხმარებისთვის. ასეთი საბურავები წარმოადგენს ტექნოლოგიურ ნაერთს, როგორც რეზინის შემადგენლობით, ისე პროტექტორის კონფიგურაციით. მისი პროტექტორის ბოჭკოები საშუალო სიღრმისაა და რეზინის შემადგენლობაც სპეციალურადაა შერჩეული, რომ საბურავი მაქსიმალურად გამძლე იყოს.

 

ხშირ შემთხვევაში, ავტომწარმოებლები ქალაქში გადასაადგილებლად სწორედ ყველა-სეზონის საბურავს უწევენ რეკომენდაციას, თუმცა ამგვარი გამძლეობა სხვა დადებითი მახასიათებლების ხარჯზე არის მიღწეული. მაგალითად, ზაფხულის საბურავებთან შედარებით, მათი მოჭიდება მცირდება და იზრდება სამუხრუჭე მანძილი. აგრეთვე, ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში ყველა-სეზონის საბურავები ვერ უზრუნველყოფს ისეთი უსაფრთხოების სტანდარტს, როგორსაც ზამთრის საბურავები.

 

 

შეარჩიეთ სასურველი საბურავი :

 

 

 

 

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე