დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

დიზელის სერვის ცენტრი

 

2013 წელს აშენდა თეგეტა მოტორსის ახალი მულტიბრენდული დიზელის სერვის ცენტრი თბილისში. მისი მთავარი ორიენტირია დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სპეც-ტექნიკის მომსახურება. სერვისცენტრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითაა დაკომპლექტებული და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მისი ანალოგი მეზობელ ქვეყნებში არ არსებობს და ამიერკავკასიაში არსებულ სხვა ქვეყნებსაც ემსახურება.

 

დიზელის ცენტრი ავტორიზებული პროგრამებითაა აღჭურვილი და მსოფლიოში ცნობილი დიზელის აპარატურის მწარმოებლების სისტემების შეკეთებას ემსახურება

თეგეტა მოტორსის ახალი, მულტიბრენდული დიზელის სერვისცენტრის მთავარი ორიენტირია
დიზელზე მომუშავე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა და სპეც-ტექნიკის მომსახურება. ამ ეტაპზე, ცენტრში ყველაზე მეტად BOSCH-ის მიმართულებაა განვითარებული. BOSCH-ის გარდა, ცენტრი ემსახურება დიზელის აპარატურის ისეთ წამყვან მწარმოებელ ბრენდებს, როგორებიცაა: Denso, Delphi, VDO Diesel.

ცენტრის მთავარი მიზანია, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს საწვავი სისტემების აპარატურის მაღალი ხარისხის რემონტი. ამისათვის, სერვისცენტრი სპეციალიზებული სადიაგნოსტიკო-სარემონტო სტენდებითა და დანადგარებით აღიჭურვა.

 

მომხმარებლებს ემსახურებიან კვალიფიციური სპეციალისტები

იმისთვის, რომ მომსახურება მაღალ სტანდარტებს შეესაბამებოდეს, ცენტრი აქტიურად ზრუნავს მექანიკოსების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ისინი ტრენინგებს გადიან: გერმანიაში, რუსეთში, უკრაინაში და .. შესაბამისად დიზელის ცენტრში მიიღებთ BOSCH-ის და DELPHI-ს ავტორიზებული სპეციალისტების მომსახურებას. დიზელის სერვისცენტრი ორიენტირებულია სწორედ იმ ტექნიკური დეტალებისა და სათადარიგო ნაწილების იმპორტზე, რომლებზეც ყველაზე დიდი მოთხოვნაა ადგილობრივ ბაზარზე. ცენტრს აქვს მიღებული ავტორიზაცია, ამიტომ ის მომხმარებლებს საგარანტიო მომსახურებას სთავაზობს, რაც თავისთავად, მეტყველებს მომსახურების მაღალ ხარისხზე

 

 

სერვის ცენტრში დაცულია ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესები

სერვისცენტრი აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს. მოწყობილია სატესტო სტენდებით აღჭურვილი .. სუფთა ოთახები, რომლებშიც ავტომობილის დიზელის საწვავის სისტემის აგრეგატების შეკეთება ხდება.
ამ რთული პროცესის დროს სისუფთავე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აღჭურვილობის თითოეული ელემენტი საჭიროებს განსაკუთრებულ შერჩევას: სპეციალური ხელსახოცი, სუფთა ფეხსაცმელი, აგრეგატის შიდა კომპონენტების ქიმიურ ხსნარში გარეცხვა, სპეციალური სავენტილაციო სისტემის მეშვეობით სარემონტოდ დაშლილი დიზელის აგრეგატების კომპონენტების მტვრის ნაწილაკებისგან დაცვა და სხვა... სერვისცენტრში დაცულია ტექნოლოგიური და ბიზნეს პროცესები, რაც გულისხმობს მოხსნილი აგრეგატის გარეცხვას, დაშლას, დეფექტაციას, განფასებას, კლიენტთან ფასის შეთანხმებას, აწყობას, სტენდზე ტესტირებას და გარემონტებული აგრეგატის ავტომობილზე მონტაჟს.

 

 

დიზელების სერვის ცენტრი ემსახურება

  • მსუბუქი მიმართულებით, MERCEDES BENZ, BMW, TOYOTA, MITSUBISHI, FORD, VW, AUDI, NISSAN, HYINDAI, OPEL,VOVLO და სხვა...
  • სატვირთო მიმართულებით: MAN, MERCEDES BENZ, DAF, SCANIA,VOLVO, RENAULT, FORD, IVECO და სხვა...
  • მიკროავტობუსის მიმართულებით: MERCEDES BENZ, FORD, VW, IVECO და სხვა...
  • სპეცტექნიკის მიმართულებით: CAT, JCB, HUINDAY, JOHN DEERE, BOBCAT, NEW HOLLAND, DOOSAN, KOMATSU, VOLVO და სხვა...

 

ცენტრს წვდომა აქვს მაღალი ხარისხის ნაწილებზე და ტექნიკურ ბაზებზე

დიზელის სერვისცენტრი პასუხისმგებელია ხარისხზე და მომხმარებელთა მოთხოვნებს მისაღებ ფასებში აკმაყოფილებს. სერვისი ემსახურება დიზელის აპარატურით აღჭურვილ მსუბუქ ავტომობილებს, მიკროავტობუსებს, სატვირთო და მძიმე ტექნიკას, როგორებიცაა: თვითმცლელები, ბულდოზერები, ექსკავატორ დამტვირთველები და ..

 

 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით