დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

 არ გამბოლო

ჰაერის დაბინძურება საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა, განსაკუთრებით კი თბილისში. 

 

გაუმართავი ავტოტრანსპორტის  გამონაბოლქვი  ჰაერის დაბინძურების 75%-ზე მეტს შეადგენს.

 

„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანიის „#არგამბოლო“-ს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობს უფასოდ შეამოწმონ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოკსიკურობაზე, თუ შედეგი აკმაყოფილებს ეკო სტანდარტს მათ გადაეცემათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი.

 

კამპანია პირველად 2016 წელს დაიწყო და კვლავ  მიმდინარეობს, ეს არის თეგეტას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოანი კამპანია. უკვე გამოჩნდა ასეულობით მძღოლი, რომელიც ჩასწვდა რა პრობლების არსსა და მის სიმძაფრეს, ისარგებლა ჩვენი შეთავაზებით. ვიმედოვნებთ, რომ მათი რიცხვი დღითიდღე გაიზრდება და  შევძლებთ ერთად გავწმინდოთ სასუნთქი გზები. 

 

„თეგეტა მოტორსი“ , როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე იღებს პასუხისმგებლობას იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს.  

 

მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ თეგეტას ცენტრალურ ფილიაში.

 

მისამართი ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5

 

გვიპოვნეთ რუკაზე