დახურვა
Geo
ჩანაწერი ვერ მოიძებნა

საბურავები

 

 

საბურავი ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელსაც სავალი გზის ზედაპირთან აქვს შეხება, ამრიგად იგი თქვენი ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ავტომობილის დამუხრუჭებისას, დაძვრისას, თუ მოხვევისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა, სწორედ საბურავზე მოდის, ამიტომაც სწორად შერჩეული, მაღალი ხარისხის საბურავი თქვენი კომფორტული და დაცული მგზავრობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

 

საბურავის შერჩევისას, აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატური პირობები, გზის ზედაპირი, სამოძრაო დისტანცია და ა.შ. სწორედ საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს თქვენი ავტომობილისათვის შესაბამისი საბურავის შერჩევა. ასევე მნიშვნელოვანია ავტო მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ზომის, ტვირთამწეობის, სიჩქარის ინდექსის და სხვა სპეციფიკაციების გათვალისწინება.

 

ყველა საბურავს გააჩნია ექსპლატაციის პერიოდი (5წელი). ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში კი საბურავი კარგავს თავის დადებით თვისებებს, შედეგად კი ხიფათს უქმნის ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებას

საბურავები კლასიფიცირდება  სეზონურობისა და დანიშნულების მიხედვით

 

სეზონური საბურავები :

 

 

საბურავების სეზონურობა

 

საბურავის სწორად შერჩევას, მისი ექსპულატაციის პირობების დაცვასა და საბურავების სეზონურ შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც ავტომობილისთვის, ასევე თქვენი და თქვენ გარშემო მყოფთა უსაფრთხოებისთვის.

 

ზაფხულის საბურავები | Summer Tire

 

 

 

ზაფხულის საბურავები განკუთვნილია მაღალ ტემპერატურაზე მშრალ და ნაწვიმარ ზედაპირზე. გაუმჯობესებული მოჭიდებისთვის და უსაფრთხო გადაადგილებისთვის. პროტექტორის უნიკალური ფორმები და  სპეციალური შემადგენლობა განაპირობებს ზაფხულის საბურავების უკეთეს რეაგირებას მოსახვევში და გაუმჯობესებულ მუხრუჭს. ზაფხულის საბურავები იდეალურია წვიმიან, სველ ზედაპირზე გადაადგილებისთვის. მისი პროტექტორის ზედაპირი ისეა ფორმირებული, რომ წყლის წვეთებს გარეთ გამოდევნის და გამორიცხავს ჰიდროპლანირებას.

 

ზაფხულის საბურავების კიდევ ერთი დამახასიათებელი თავისებურება, მისი პროტექტორის სიღრმეა. ზამთრის საბურავებისგან განსხვავებით, ზაფხულის საბურავების პროტექტორის ბლოკები მცირე ზომისაა რაც ხელს უწყობს მაღალ სიჩქარეზე  სტაბილურობას და მდგრადობას გადაადგილებისას,

 

შენიშვნა: ზაფხულის საბურავს რაიმე კონკრეტული აღნიშვნა არ გააჩნია.

 

ზამთრის საბურავები | Winter Tire

 

 

 

დაბალ ტემპერატურაზე ზაფხულის საბურავი ვერ ახერხებს გახურებას მოჭიდებისთვის საკმარის კონდიციამდე რის გამოც კარგავს თავის თვისებებს და ამის შემდეგ საბურავი ხდება ხისტი შესაბამისად მოცურების საშიშროებაც იზრდება. მაღალ ხარისხიანი ზამთრის საბურავები კი შექმნილია სპეციალურად დამუშავებული მასალისგან, შედეგად კი ამგვარი რისკი მინიმალურია. სპეციალურად დამუშავებული ბუნებრივი კაუჩუკის მაღალ შემცველობასთან ერთად ზამთრის საბურავებს გააჩნია სპეციალური პროტექტორი, რომელიც გამოირჩევა უნიკალურად გამოყოფილი ბლოკებითა და ზიგზაგური ჭრილებით (ლამელებით) მთლიან ზედაპირზე. სწორედ ამ მიზეზებით, ზამთრის საბურავი უზრნველყოფს ეფექტურ მოჭიდებას რთულ კლიმატურ პირობებში, როგორიცაა თოვლი, ყინული და თოვლჭყაპი. ამ ტიპის საბურავების შერჩევისასაც გასათვალისწინებელია მისი მოხმარების წესი და მიზანი. სწორი არჩევანი უზრუნველყოფს არა მარტო უსაფრთხო გადაადგილებას, არამედ საწვავის ხარჯის შემცირებასაც.

 

გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის საბურავების ეფექტური ვარგისიანობის ვადა, არ აღემატება 5 წელიწადს. ამ პერიოდის შემდეგ, საბურავი კარგავს საკუთარ დადებით თვისებებს. აგრეთვე, მაღალ ტემპერატურასა და გზის ცხელ ზედაპირზე გადაადგილებისას, ზამთრის საბურავის სამუხრუჭე მანძილი იზრდება 15-20%-ით და ცვეთა 30-40%-ით. სწორედ ამიტომაა საბურავების სეზონური ცვლა აუცილებელი. ზამთრის საბურავების შესაცვლელად რეკომენდირებული ტემპერატურა 7°C-ია. სწორედ 7°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე უნდა შეიცვალოს ზაფხულის საბურავები ზამთრის საბურავებით, ხოლო 7°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე პირიქით, ზამთრის საბურავები - ზაფხულისათი.

 

ყველა სეზონის საბურავები | All Season Tire

 

 

ყველა სეზონის საბურავი ყველაზე ეკონომიური საბურავის ტიპია. ის გათვლილია მთელი წელი მოხმარებისთვის. ასეთი საბურავები წარმოადგენს ტექნოლოგიურ ნაერთს, როგორც ქიმიური შემადგენლობით ასევე პროტექტორის კონფიგურაციით. მისი პროტექტორის ბოჭკოები საშუალო სიღრმისაა და რეზინის შემადგენლობაც სპეციალურადაა შერჩეული, რომ საბურავი მაქსიმალურად გამძლე იყოს.

 

ხშირ შემთხვევაში, ავტომწარმოებლები ქალაქში გადასაადგილებლად სწორედ ყველა-სეზონის საბურავს უწევენ რეკომენდაციას, თუმცა ამგვარი გამძლეობა სხვა დადებითი მახასიათებლების ხარჯზე არის მიღწეული. მაგალითად, ზაფხულის საბურავებთან შედარებით, მათი მოჭიდება მცირდება და იზრდება სამუხრუჭე მანძილი. აგრეთვე, ზამთრის რთულ კლიმატურ პირობებში ყველა-სეზონის საბურავები ვერ უზრუნველყოფს ისეთი უსაფრთხოების სტანდარტს, როგორსაც ზამთრის საბურავები.

 

 

შეარჩიეთ სასურველი საბურავი :

 

 

 

 

გაეცანი საბურავებს ბრენდის მიხედვით :

 

 

BRIDGESTONE-ის საბურავები - N1 ბრენდი გამძლეობით და ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო მწარმოებლებს შორის, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის იაპონურ საბურავებს ყველა სეზონისთვის. BRIDGESTONE-ის საბურავები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს სრული კონტროლი ავტომობილზე ნებისმიერ ამინდში. BRIDGESTONE-ის ზამთრის საბურავები უზრუნველყოფს საუკეთესო მართვასა და დამუხრუჭებას ყინულსა და თოვლზე. 

 

MICHELIN-ის უმაღლესი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა საბურავები შესაფერისია ნებისმიერი სეზონისა და კლიმატური პირობებისთვის. MICHELIN-ის საბურავები გამორჩეულია და კონკურენტული უპირატესობებით სარგებლობს ბაზარზე. ფრანგული ბრენდის საბურავები მაქსიმალურადაა მომხმარებელზე მორგებული, იცავს გარემოს, სტაბილურია ნებისმიერ კლიმატურ პირობებისა და რელიეფზე. 

 

Continental-ის საბურავები გერმანული, მაღალი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მიდგომებითაა შექმნილი. Continental-ის საბურავები საწვავის ეკონომიის, შემცირებული CO2 გამონაბოლქვისა და  გამძლეობის მაღალი მაჩვენებლის გამო, კომფორტულია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.  Continental-ის, როგორც ბრენდის, მთავარი ღირებულება მომხმარებლის კმაყოფილებისა და ლოიალობის შენარჩუნებაა.  

 

PIRELLI-ის საბურავები ინოვაციური პროდუქტია, რომელიც მომხმარებელში მაღალი ნდობით სარგებლობს. იტალიური ბრენდის საბურავები კომფორტულია ნებისმიერ ტიპის გზაზე და უსაფრთხოების მაღალ დონეს უზრუნველყოფს. PIRELLI პრესტიჟული საბურავების წარმოების მიმართულებით ლიდერია მთელს მსოფლიოში.  

 

Yokohama-ს საბურავები მგზავრობას ნებისმიერი ავტომობილით კომფორტულსა და უსაფრთხოს ხდის. იაპონური ხარისხის საბურავები ისეთი მომხმარებლისთვისაა შექმნილი, რომელსაც პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენება, ამასთან ერთად, მშვიდი და კომფორტული მგზავრობა სურს. 

 

NOKIAN-ის საბურავები მაშინ გამოგადგება, როდესაც განსაკუთრებულად რთულ გზასა და რელიეფზე გიწევს გადაადგილება. NOKIAN-ის საბურავები ერთ-ერთ ყველაზე გამძლე და საიმედო პროდუქტებად ითვლება მთელს მსოფლიოში და მომხმარებლის ნდობას იმსახურებს.  

 

PETLAS-ის საბურავები მრავალფეროვანი ასორტიმენტით გამორჩევა. ამ ბრენდის საბურავები გამძლე და საიმედო პროდუქტია ყველა ტიპის რელიეფისა და კლიმატური პირობებისთვის. საბურავები იდეალურია მათთვის, ვისაც დახვეწილი დიზაინის მქონე, ეკოლოგიურად სუფთა საბურავები სურს.  

 

Firestone-ის საბურავები საავტომობილო ბაზრისთვის შეუცვლელი პროდუქტია, რომელიც მაღალი ხარისხისა და გამძლეობის გამო ძალიან პოპულარულია. Firestone-ის საბურავები შესაფერისია ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს მაღალი ხარისხი, ინოვაციური დიზაინი და კომფორტულობა. საბურავები შესანიშნავია როგორც ზამთრის კლიმატურ პირობებში, ასევე ზაფხულში ძლიერი წვიმის დროსაც კი.  

 

RIKEN-ის საბურავები იაპონური მაღალი ხარისხისა და კომფორტული მგზავრობის გარანტიაა. RIKEN-ის საბურავები უზრუნველყოფს ავტომობილის კომფორტულად მართვას ნებისმიერ გარემო პირობებში. ბრენდის საბურავები შექმნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის.  

 

Dunlop-ის საბურავები მომხმარებლის  რჩეული პროდუქტია, რომელიც სტაბილურობას ინარჩუნებს ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე. Dunlop-ის საბურავები უნიკალური სისტემით იქმნება, რომელიც ყველა სეზონზე უზრუნველყოფს თანაბარ ცვეთას, შემცირებულ ხმაურსა და გამძლეობას. 

 

BFGOODRICH-ის საბურავები მომხმარებელზე მორგებული, სტაბილური და ინოვაციური მიდგომებით შექმნილი პროდუქტია. იდეალურია იმ მომხმარებლისთვის, რომელიც გარემო პირობებში უსაფრთხო და მაღალხარისხიან საბურავებს ეძებს.  

 

TOYO-ს საბურავები მძღოლების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. TOYO-ს საბურავები ხელმისაწვდომი ფასით, გამძლეობითა და უსაფრთხოების მდგრადი მაჩვენებლებით, სულ უფრო და უფრო მეტ ლოიალურ მომხმარებელს იძენს.  

 

STARMAXX-ის საბურავები გამორჩეული ხარისხის ბრენდია, რომელიც მომხმარებელში კონკურენტული უპირატესობებით სარგებლობს. STARMAXX-ის საბურავები ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატის მფლობელია. ბრენდი უმაღლესს ხარისხსა და სხვა აუცილებელ მახასიათებლებს აერთიანებს. 

გვიპოვნეთ რუკაზე

გახსენით